ვირტუოზი დევიდ გარეტი

0f2e5b8d-c9d7-486a-808f-c59b2a6b09f0_1037

მინდა ეს პოსტი ჩემს ახალ მეგობარს მივუძღვნა,რომლის სახეც არ მავიწყდება,როცა გაიგო ჩემი ბლოგის შესახებ.გაბრწყინებულმა მკითხა :

-დევიდ გარეტი იცი?

– კი მე ძალიან მიყვარს, ახალგაზრდა მევიოლინეა და ძალიან მაგრად უკრას ყველა ჟანრს.

-აუუუ ვგიჯდები ისე მიყვარს..გიწერია დევიდზე რამე?

-არა ,მაგრამ გპირდები აუცილებლად დავწერ.

მთელი სახე უბრწყინავდა ეს რომ გაიგო და პირადად მარიამს ვუძღვნი ამ  პატარა პოსტს.

432a5f157f283433d22bc143bbdდევიდ გარეტი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი  და პოპულარული  ახალგაზრდა მევიოლინეა , ის დაიბადა 1980 წლის 4 სექტემბერს გერმანიაში.   ვიოლინოზე დაკვრა ოთხი წლისამ დაიწყო და თერთმეტი წლის ასაკში უკვე ცნობილ მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდა სცენაზე.

17 წლის ასაკში კი იგი ცნობილ ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში შევიდა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ხელოვნების სფეროს უმაღლესი სასწავლებელია.

2008 წელს დევიდ გარეტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შემსრულებელი მევიოლინე.

ამჟამად იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში და ფლობს სტრადივარიუსის ვიოლინოს. მისი მუსიკა ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენია.

მისთვის სულერთია იგი ქუჩაში დგას დახეული ჯინსებით, უბრალო მაისურით თუ ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლის სცენაზე, თავისი სტრადივარიუსით ის ერთნაირად ატკბობს მსმენელთა სმენას. იგი მუსიკოსია განსაკუთრებული“პოზის “გარეშე. დევიდ გარეტი ყველგან ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს. ის უკრავს კლასიკას, როკს და პოპს. ყველაფერს ყველა სიმღერას თუ ყველა ნაწარმოებს  მთელი გრძნობით და ემოციით უკრავს და ეს ძალიან მაგრად გამოდის.

დევიდმა მთავარი როლი შეასრულა ბერნარდ რიუზის მიერ 2008 წელს გადაღებულ ფილმში “ეშმაკის მევიოლინე”, რომელიც მოგვითხრობს  იტალიელი კომპოზიტორისა და მევიოლინე-ნიკოლო პაგანინის ცხოვრებაზე.

2 comments on “ვირტუოზი დევიდ გარეტი

  1. მადლობა ამ გვერდის ავტორს….მე ეს ადამიანი ძალიან მიყვარს

Leave a comment