ძირითადი ტერმინები

aaოპერა-ნიშნავს ქმედებას

უვერტურა-ოპერის შესავალი ,დასაწყისი მუსიკა

რეჩიტატივი-სადაც მომღერლები  ლაპარაკობენ ტონალობითზინგშპილ-გერმანული სიტყვა და არის ოპერაში სადაც მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მღერიან 

საოპერო ხმები

სოპრანო – ქალის ყველაზე მაღალი ხმა. სოპრანოები ოპერაში მთავარ პარტიებს ასრულებენ, მაგრამ მათ თანამედროვე მუსიკაშიც ხშირად ვხვდებით.

სოპრანო ძირითადად არსებობს სამი სახის, ესენია:
კოლორატურული სოპრანო
ლირიკული სოპრანო
დრამატული სოპრანო

მეცო-სოპრანო – (იტალ. mezzo „საშუალო“) ქალის კლასიკური სასიმღერო ხმაა, რომელიც მერყეობს სოპრანოსა და კონტრალტოს შორის. უფრო მეტად მიახლოებულია სოპრანოსთან. მეცო-სოპრანოებს ოდნავ დაბალი ხმა აქვთ სოპრანოებთან შედარებით. მეცო-სოპრანოებს უმთავრესად ძლიერი ტონი აქვთ სოპრანოებთან შედარებით, მაგრამ კონტრალტოებზე მაღალი ხმა აქვთ.

ტენორი — მამაკაცის მაღალი ხმა. დიაპაზონი: მცირემდე – მეორე ოქტავამდე. გადამსველელი ნოტები: პირველი ოქტავის მი ბემოლი. ჟღერადობით ტენორი ხასიათდება ლირიკულად და დრამატულად.

ბარიტონი -(იტალ. baritono ბერძნ. barys — მძიმე, დაბალი და ტონი) — მამაკაცის ხმა, საშუალო ბანსა და ტენორს შორის. განასხვავებენ ლირიკულ (ჟღერადობით უახლოვდება დრამატულ ტენორს) და უფრო ვაჟკაცურ, ძლიერ, დრამატულ (დაბალ რეგისტრებში უახლოვდება ბანს) ბარიტონებს. ბარიტონის დიაპაზონი დიდი ოქტავის ლადან პირველი ოქტავის ლამდეა.

ბანი — თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. „დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა“ (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბანი არის ხმის შეწყობა — „ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს“

წყარო.მუსიკალური ენციკლოპედია ტ.3

Leave a comment